მუზეუმები

კვიახიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - კვიახიძეების ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1998 წელს. მუზეუმში 1496 ექსპონატია დაცული. XIX საუკუნის ეთნოგრაფიული მასალა  ქართული, ხალხური ტანსაცმელი, თიხის და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, ნუმიზმატიკის, ბონისტიკის და ჰერალდიკის, ნაქარგების  ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები, ფერწერული ტილოები და სხვა.

მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი კვიახიძეები.

 

 

 


 

 

 

 

 

ნიგაზეულის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ციხე-მუზეუმი  -  მუზეუმი დაარსდა 2003 წელს, სადაც დაცულია  367 ექსპონატი. მუზეუმის ფონდებში უმრავლესობას შეადგენს ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები:   ფოტო მასალა და დოკუმენტები,  ფერწერული ნამუშევრები,  ხელნაწერები, წიგნები,  საცნობარო მასალა- აფიშები, პროგრამები, ბუკლეტების მსგავსი ექსპონატები, საბრძოლო მასალები, წიგნები ხიმშიაშვილების გვარის დამსახურების შესახებ და სხვ.

მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგაზეული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხაბელაშვილების ეთნოგრაფიული მუზეუმი -  მუზეუმი დაარსდა 2017 წლის მაისში, დაცულია 181 ექსპონატი, მათ შორის ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, თიხის, სპილენძის, რკინის, ხის საოჯახო ჭურჭელი, არქეოლოგიური, მემორიალური, მუსიკალური, საცნობარო და ფოტო მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვ.

მისამართი:  შუახევის მუნიციპალიტეტი სოფელი ხაბელაშვილები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

ოლადაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი - მუზეუმი დაარსდა 1996 წელს.  დაცულია აჭარისა და შუახევის ისტორიასთან დაკავშირებული 1850 ექსპონატი: არქეოლოგიური მასალა, შრომის იარაღები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალაები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა.

 

მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი სოფელი ოლადაური.