თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ადამიანური რესურსი და ყველა შესაბამისი უწყება.
მოსახლეობა გაფრთხილებულია უამინდობის შესახებ. მეწყერულ ლოკაციებზე ხდება მყისიერი შეფასება და საფრთხის შემცვლელი ადგილებიდან მოქალაქეების გაყვანა.
რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მერიის ყველა სამსახური, მოქმედებს ცხელი ხაზი 599 85 20 80
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს