შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში" ფარგლებში, მორიგი ტრენინგი ჩატარდა ახალგაზრდებისთვის.
საკონსულტაციო კომპანია საორსა კონსალტინგის დირექტორმა ლელა ფუტკარაძემ და ბიზნეს კონსულტანტმა ნინო სურმანიძემ, ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია სამეწარმეო პროცესის, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისა, სამეწარმწო უნარებისა და იმ რისკების მართვის ინსტრუმენტებზე, რომელიც თან ახლავს ბიზნეს საქმიანობას.
მონაწილეებმა ასევე იმუშავეს ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაზე და წარადგინეს პრეზენტაციები.
არაფორმალური განათლების ხელშეწყობისკენ მიმართული ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება, რომელიც დაფარავს ახალგაზრდებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებს.