შუახევის მერი ომარ ტაკიძე კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონცერტო პროგრამებისა და რეპერტუარის განახლებაზე.
ომარ ტაკიძემ, სამუშაო შეხვედრაზე, ახალი ღონისძიებებისა და ინიციატივების აუცილებლობაზე ისაუბრა. კულტურის სფეროში დასაქმებულებს სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეხვედრას, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, კულტურის ცენტრის დირექტორი მაია დავითაძე და დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძე ესწრებოდნენ.