ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის, ოლადაურისა და ჯუმუშაურის სოფლებში მცხოვრები ქარცივაძეები და ფუტკარაძეები, საავტომობილო გზით წელს პირველად ისარგებლებენ.
ოჯახებს, რომლებსაც სამანქანე გზა არასდროს ჰქონიათ შემოვლითი გზით სარგებლობდნენ. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოუგვარდებათ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, ორივე ლოკაციაზე გაიჭრა ახალი სამანქანე გზა. ამ ეტაპზე ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 68 000 ლარამდე დაიხარჯება, სამუშაოებს შპს ,,მიზანი 2020" ასრულებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.