"ევროპის დღეების" ფარგლებში, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, კარლ პოპერის ფორმატის დებატები ჩატარდა თემაზე: „საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი".
ახალგაზრდებმა განიხილეს, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმსჯელეს ევროპულ ღირებულებებსა და იმ შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც ამ პროცესებთანაა დაკავშირებული.
დებატების მიზანს, ევროკავშირის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, მათი ინტერესის გაზრდა საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესისადმი და დებატების უნარების განვითარება წარმოადგენდა.
ასევე, ვიქტორინა ჩატარდა ევროკავშირის შესახებ. დებატების გამარჯვებული გუნდი "დღვანი" გახდა, რომელსაც თასი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.