შუახევის მერი ომარ ტაკიძე ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მერის ახალი წარმომადგენელი, ბიჭიკო ხიმშიაშვილი წარუდგინა.
ომარ ტაკიძემ, ადგილობრივებს მიმდინარე წლის პრიორიტეტები, სოფლებში დაგეგმილი ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად დაიგეგმა და ახლო მომავალში განხორციელდება. ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, გაეცნო თემში არსებულ პრობლემატიკას და შესაბამისი დავალებები გასცა.
მიმდინარე წელს გრძელდება სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, მოსაცდელების მშენებლობა, გარე განათების ქსელის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სარწყავი არხების რეაბილიტაცია. განხორციელდება ფურტიოს ბაგა-ბაღის გამაგრებითი სამუშაოები, თემში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში განახლდება ინვენტარი და კეთილმოეწყობა სოფელ ნიგაზეულის ცენტრი.
შეხვედრას მერთან ერთად, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.