შუახევში, სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯება, განხორციელდება 10-მდე პროექტი.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კარაპეტში.
სამუშაო პროცესს, კარაპეტის სასმელი წყლის მაგისტრალზე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის მაგისტრალის, შიდა გამანაწილებელი ქსელის, სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობისა და გამანაწილებელი აუზის მშენებლობა.
სამუშაოებს შპს ,,ნაგო" ახორციელებს, პროექტზე 295 000 ლარამდე დაიხარჯება. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ამ ეტაპზე მიწის გრუნტის დამუშავება და წყლის მილების ჩაწყობა მიმდინარეობს.