შუახევში, ევროსტანდარტების შესაბამისი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ცენტრი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება, კეთილმოეწყობა საპარკინგე სივრცე.
პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 355,712 ლარამდე დაიხარჯება.