შუახევში, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრას, ასევე მერის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში ფერმერების ჩართულობისა და მუნიციპალური თვითმმართველობის როლის გაძლიერების ხელშეწყობა"-ს ითვალისწინებს, რომლის მიზანია ფერმერების გააქტიურება და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება.
დასასრულს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ფერმერებმა და წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.