შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც უწყების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფორმატში მოისმინეს ინფორმაციები შესრულებული სამუშაოებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხედველობით ღონისძიებებზე. ასევე, ისაუბრეს მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დროულ დახმარებასა და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
ომარ ტაკიძემ თათბირის მუშაობა შეაჯამა და თანამშრომლებს მიმდინარე კვირის მანძილზე განსახორციელებელი დავალებები მისცა.