შუახევის მერია, მოსწავლე-ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აფინანსებს, რომელსაც შუახევის რესურსცენტრი ახორციელებს.
შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, მიმდინარე წელს გაიზარდა ფინანსური მხარდაჭერა. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებებში, მოყვარულთა კლუბებსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.
შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა, მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი, რომელიც აქტიურად აგრძელებს კლუბურ საქმიანობას.
დღეს, მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბის წევრები და პედაგოგები, აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სერთიფიკატები ახალგაზრდებს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად გადასცა. ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.