სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზამლეთისა და ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში შეხვედრები გაიმართა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს/კონსულტაციებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ ადგილობრივებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო რაც მუნიციპალიტეტში განხორციელდება, გარდა სოფლის მხარდაჭერის მცირემასშტაბიანი პროექტისა.
სოფლის კრებაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, ზამლეთისა და ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გარე განათება, გზების რეაბილიტაცია და სარწყავი არხების მოეწყობა განხორციელდება.