შუახევში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი გრძელდება.
დასაფინანსებელი პროექტები, სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
მორიგი შეხვედრები გაიმართა დაბისა და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, რომელსაც შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილეები, მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ, მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და განსახორციელებელი პროექტები განსაზღვრეს.
მიმდინარე წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ბიუჯეტი 628 000 ლარს შეადგენს. შეხვედრები, ეტაპობრივად ყველა სოფელში გაიმართება.