შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან და მერიის უწყების თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, მიმდინარე საკითხებთან ერთად, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს, განიხილეს მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები.
საუბარი შეეხო, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ-ახალგაზრდულ სფეროში დაგეგმილ პროექტებს, ახალ ინიციატივებსა და ზედამხედველობით ღონისძიებებს.
შესყიდვების სამსახურის მიერ ტენდერების უმეტესობა გამოცხადებულია, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დროულად დაწყებასა და დასრულებას.
მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული მერიაში მოქმედ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში.
გრძელდება საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები.
დღეიდან, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. მერიის ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, მუნიციპალიტეტის 54 სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით 628 000 ლარია გათვალისწინებული.