შუახევში, საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მეწყერმა დააზიანა გზები და საცხოვრებელი სახლები. აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენას. მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრისშია გადაყვანილი.
შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის, ზამლეთი-წიახი-ნიგაზეულის საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს.
შუახევში, სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, მირიან აბაშიძესთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს, მამუკა თურმანიძესთან ერთად გაეცნო.