შუახევში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს.
ეტაპობრივად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.
მიმდინარე სამუშაოებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შუახევის განყოფილების წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 170 სმ აღემატება, ხოლო მაღალ ზონაში 2 მ-ზე მეტია.
მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.