შუახევის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
სამსახურის მიერ, დაბის ტერიტორიაზე თოვლის საფარისგან გათავისუფლდა ხე-მცენარეები, გაიწმინდა ქუჩები, ეზოები, კიბეები, საფეხმავლო ბილიკები.
დილიდან, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18 ერთეული სპეც-ტექნიკა. იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელ გზები.
მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08; 599 85 20 80.
შუახევში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა შუახევში 1 მ აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში 1.5-2 მეტრია.