შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში, წმ. მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი თემატური საღამო ,,მეფე დავით IV აღმაშენებელი" გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა, დამსწრე საზოგადოებას ,,დავითობა" მიულოცეს, წმ. მეფე დავით აღმაშენებელზე ლიტერატურული მონტაჟი წარმოადგინეს, ისაუბრეს მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და წაიკითხეს ლექსები.
თემატურ საღამოს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება, შუახევის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.