შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რაც მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას ეხება. ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, საჭიროებებზე და ამ მიმართულებით სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
სოციალური ცენტრის სერვისების ძირითადი ფუნქციებია, შუახევის ტერიტორიაზე მოქმედი ამბულატორიების ექიმებისა და სამედიცინო პუნქტის მედდების მუშაობის მონიტორინგი, საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურება და მათი მუშაობის ხელშეწყობა, სოციალური ხასიათის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება და ა.შ.
მიმდინარე წელს, შუახევის მერიამ, თემის სამედიცინო პუნქტებისა და ამბულატორიებისათვის, მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების შესაძენად 32 000 ლარი გამოყო, რომელიც კვარტალში ერთხელ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცემა.
დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 12 ამბულატორია და 45 თსპ უწევს.
შეხვედრას მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, პაატა ქათამაძე ესწრებოდნენ.