USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაბა შუახევის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას გაეცნენ.
კლუბის წევრები გაეცნენ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახალგაზრდული მიმართულებით ახორციელებს.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აჭარის რეგიონში პროგრამაში ჩართულია 72 სკოლა. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი".
პროგრამას ახორციელებს PH International - საქართველო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილი, ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ ტარიელაძე, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ქეთი ფუტკარაძე და სამოქალაქო განათლების კლუბის პედაგოგები ესწრებოდნენ.