აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაგეგმილი პროგრამული სიახლეები, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გააცნო.
შეხვედრას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მინისტრის განმარტებით, გეგმის თანახმად 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა.
გაიზარდა ასევე, 2023 წლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინასებაც და 2 000 000 ლარამდე განისაზღვრა. ამ მიმართულებით 16 პროგრამა განხორციელდება.