პროექტის „ისწავლე და ასწავლე სწორი არჩევანისთვის" ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
შეხვედრებს უძღვებოდა, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი, ირმა გაბინაშვილი.
გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც ნატოსა და ევროკავშირის ბრენდირებული სიმბოლური საჩუქრებით გადაეცათ.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "გადასხვაფერდი" ახორციელებს, „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით მიმდინარეობს.
პროექტის მხარდამჭერი - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია.