ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ, ,,ნეოფარმის" წარმომადგენლობამ საქართველოში, მორიგი სოციალური აქციის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტს პირველადი დახმარების მედიკამენტები გამოუგზავნა.
მედიკამენტები, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, შუახევის სოციალური სერვისების ცენტრს გადასცა, რომელსაც ამბულატორიები საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივებს მიაწვდიან.
ადგილობრივი თვითმმართველობა, მადლობას უხდის, ქართულ ფარმაცევტულ საწარმოს გაწეული დახმარებისთვის.