შუახევში, დირექტორების და ადმინისტრაციის წევრების პირველი მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით-,, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გამოწვევები მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის და მათთვის საუკეთესო პრაქტიკა" გაიმართა.
კონფერენციას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები, შუახევის, ქედის, ხულს რესურსცენტრის უფროსები, ედუარდ გოგრაჭაძე, დურმიშხან შავიშვილი, გენად აბაშიძე და რესურსცენტრების წარმომადგებლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაში მონაწილეობდა შუახევის, ქედისა და ხულოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები/დირექტორის მ/შ, დირექტორის მოადგილეები, ადმინისტრაციის წევრები. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სკოლის მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, დირექტორთა და ადმინისტრაციის პროფესიული განვითარება, სკოლებში არსებული პრობლემების, გამოწვევების გამოვლენა, საკუთარი შესაძლებლობის გაზიარება, სწავლის ხარისხის ამაღლება, სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება.
კონფერენცია ჩატარდა შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მერიის, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქედისა და ხულოს რესურსცენტრის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.