შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჭავჭავაძისა და თამარ მეფის ქუჩაზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა თამარ მეფის ქუჩაზე, სოციალური სახლის ეზო და ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსწავლე ახალგაზრდობისა და კოლეჯი ბლექსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაგეგმილია, სკვერის, გასართობი ატრაქციონების, ფანჩატურის, გარე განათების, კიბეების, საკანალიზაციო სისტემის, წყლის კუთხის მოწყობა.
ამ ეტაპზე ორივე ლოკაციაზე სკვერების მოწყობა და დეკორატიული ფილების დაგება მიმდინარეობს.