მეხუთე წელია, შუახევის მერიაში მოქმედებს ,,უკიდურესად გაჭირვებულ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა".
პროგრამულად, უპირატესობა ენიჭება უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი სიძველით დაზიანებული აქვთ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აჭარბებს.
მიმდინარე წელს, შუახევის მერიამ 9 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესაძენად ბიუჯეტიდან 135 000 ლარი გამოყო. გასულ წლებთან შედარებით ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანხა გაიზარდა და დღეის მდგომარეობით 15 000 ლარს შეადგენს.
დღეს, სოფელ ფურტიოში, პროგრამით მოსარგებლე გია მახარაძის ოჯახს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე, რუსუდან შავაძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეწვია და ახალმოსახლეობა მიულოცა.
,,სოციალურად დაუცველ მახარაძეების ოჯახს, წლების განმავლობაში საფრთხის შემცვლელ, გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი კომისიური წესით შეირჩა. მახარაძეების, მსგავსად ამ სიკეთით რამდენიმე ოჯახმა ისარგებლა. ჩვენი მიზანია, არცერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების მიღმა და მათ ქონდეთ ცხოვრების სათანადო პირობები"- აღნიშნა ომარ ტაკიძემ.