სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრები გაიმართა სოფელ ჩანჩხალოსა და დაბა შუახევის მოსახლეობასთან.
შეხვედრები, რეგიონის მასშტაბით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, ოთარ დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ირმა აფხაზავა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.