აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის'' ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში ვაზის სანერგე მეურნეობა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და მერის მოადგილე, გურამ ზოიძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროგრამები ხელს უწყობს აჭარაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩხავერის, ცოლიკოურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის ვაზის 1200 ნერგია დარგული. სანერგე მეურნეობა ემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს. ფერმერებს და აგრომეწარმეებს საშუალება აქვთ თვითღირებულების ფასად შეიძინონ ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებული სარგავი მასალა.
ვაზის სანერგე მეურნეობაში მინისტრთან ერთად, მოადგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.