პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსწავლე ახალგაზრდობისა და კოლეჯი ბლექსის მიმდებარე ტერიტორია და თამარ მეფის ქუჩაზე, სოციალური სახლის ეზო, სადაც დაგეგმილია, სკვერის, გასართობი ატრაქციონების, ფანჩატურის, გარე განათების, კიბეების, საკანალიზაციო სისტემის, წყლის კუთხის მოწყობა.
პარალელურად გაყვანილი იქნება კულტურის ცენტრთან ახალი სამანქანე გზა. ასევე დასრულდება ცენტრალურ ქუჩაზე კედლების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება.
ამ დროსათვის მიმდინარეობს ხიმშიაშვილის ქუჩის გაფართოებითი სამუშაოები.სამუშაო პროცესს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაეცნო.
პროექტზე ღირებულება 250 000 ლარია.