შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ევექსის ჰოსპიტლების შუახევის კლინიკის მოქმედ ქირურგს, საპატიო შუახეველს, ტარიელ ბერიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.
დამსახურებული ექიმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მადლობის სიგელით და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვეს.
ტარიელ ბერიძემ სამედიცინო უნივერსიტეტი ზოგადი ქირურგიის მიმართულებით 1980 წელს, ბაშკირეთში დაამთავრა. აქვს 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე - მუშაობდა ქირურგად ჩიშმის და შუახევის რაიონულ საავადმყოფოებში, ასევე იყო სასაზღვრო ძალების ექიმი, შუახევის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ქირურგი. დღემდე პროფესიულ საქმიანობას ეწევა ევექსის შუახევის კლინიკაში და პარალელურად არის უჩამბის სოფლის ექიმი.