შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, სოფელ ჯაბნიძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებული მალხაზ მუკუტაძის ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.
ხანძრის შედეგად, სრულად დაიწვა მუკუტაძეების საცხოვრებელი სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
ოთხ სულიანი ოჯახი, მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. დაზარალებულებს, პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.