- 34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
- 32 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, სხალთის ეპარქიის სასულიერო პირებმა აღავლინეს.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე და დარჩება, როგორც გმირობისა და თავდადების უდიდესი მაგალითი. ზუსტად 34 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.