3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა!
თარიღთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში თანასწორუფლებიანობაზე, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და დასაქმების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
ხელმძღვანელმა პირებმა, ღონისძიებაში მონაწილეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისთვის, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სოციალური პროგრამები გააცნეს, ხოლო დღის ცენტრის თანამშრომლება წარმოადგინეს პრეზენტაცია შშმ პირთა ინტეგრაციაზე საზოგადოებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას.
დღესვე, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან, მირიან აბაშიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად, დღის ცენტრის ბენეფიციარებს ეწვივნენ და ტკბილეული გადასცეს.