შუახევში, 3 აგვისტოდან სახალხო დღესასწაული ,,შუამთობის" კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სახალხო ზეიმი უკვე გაიმართა კატრიანის, გრძელგორისა და ყავრიანის საზაფხულო იალაღებზე. ოფიციალური ღონისძიება 7 აგვისტოს მთა ჩირუხში გაიმართება.
შუამთობის დღესასწაული მემთეურებს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მაწყვალთის მთაში მიულოცა და მთის ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,შუახევი" მონაწილეობდა.
დღესასწაულის ძირითადი გზავნილია - ტრადიციების გაგრძელება და მთის პოპულარიზაცია.