დღეს, 2023-2026 წწ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ წარადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებია – სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყის მდგრადი მართვა.
სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს 15 პროგრამას. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი - 3 555 481 ლარით იზრდება და 23 630 622 ლარი იქნება.
სამინისტროს გეგმის საჯარო განხილვას, შუახევის მერის მოადგილე, გურამ ზოიძე ესწრებოდა.