შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით 2022-2026 წლის პრიორიტეტების კომისიის სხდომა გამართა. სხდომას, მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, 2023-2026 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს, სადაც სამსახურის ხელმძღვანელებმა პრიორიტეტების მიხედვით საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები წარმოადგინეს.
2023-2026 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განახლებას, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებას და ა. შ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2023-2026 წლის პრიორიტეტები ორიენტირებული იქნება ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საჭიროებებზე, პროგრამებსა და პროექტებზე.