1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
თარიღთან მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ოლადაურის საჯარო სკოლაში.
ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე დაესწრო, რომელმაც ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს პატრიოტულ მოტივებზე შექმინილი სიმღერები.
ომარ ტაკიძესთან ერთად, ღონისძიებას, შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ედუარდ გოგრაჭაძე, საკრებულოს წევრი, ვახტანგ ფუტკარაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.