ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ჭვანის ხეობაში შემეცნებითი ტური მოეწყო.
ახალგაზრდებმა მოინახულეს ოთოლთას ციხე, ხაბელაშვილების ხის კოჭებიან ხიდი, წისქვილების სოფელი და ხაბელაშვილების მუზეუმი.
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე ისაუბრეს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
შემეცნებითი ტური, ახალგაზრდებში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ადგილების გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.