ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
შუახევის მერია, ვეტერანთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მათ შორის თხევადი აირით უზრუნველყოფის, მედიკამენტებისა და ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამას. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით ასევე, ვეტერანთა ოჯახის წევრებიც სარგებლობენ.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.