შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორ, რაულ თავართქილაძესთან ერთად, „სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვნა-თესვის" პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, მერის მოადგილე, გურამ ზოიძე, მერის წარმომადგენლები და აგროსერვის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, ინფორმაცია მიაწოდეს ხვნა-თესვის პროგრამასთან დაკავშირებით.
აღნიშნული პროგრამა, მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება და მიმდინარე წელს 160 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის დაიხვნება.
გაიცა რეკომენდაციები, როგორ შეირჩეს დასამუშავებელი ტერიტორია, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს გადაეცათ დაგეგმილი სამუშაოების, გაწერილი გეგმა-გრაფიკი.