შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, სოფელ ხაბელაშვილებში, საოჯახო სასტუმროს ,,ვოისა" ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
სასტუმროს მფლობელი ტარიელ ბოლქვაძეა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
სასტუმრო 10 ადამიანზეა გათვლილი, რომელიც სტუმარს მყუდრო და კომფორტულ გამორემოს სთავაზობს. დასაქმებულია 10-მდე ადგილობრივი.
ადგილზე მისულ ვიზიტორებს შეუძლიათ მოუსმინონ ადგილობრივ, ავთენტურ ფოლკლორს, მოინახულონ ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი, ,,წისქვილების სოფელი", მუზეუმი და დააგემოვნონ აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძები.
ტარიელ ბოლქვაძე, სამომავლოდ საოჯახო სასტუმროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას გეგმავს.
მერთან ერთად გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები.