ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების, ასიე სირაბიძისა და რამაზ ქათამაძის 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს, იუბილე შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ასიე სირაბიძემ, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაწყებითი კლასის მასწავლებლად, ჭვანის საჯარო სკოლაში დაიწყო. მან, 33 წლის განმავლობაში მრავალი ღირსეული თაობა აღზარდა.
რამაზ ქარცივაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა ჟანივრის არასრულ საჯარო სკოლაში დაიწყო ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებლად. ამჟამად, ჭვანის საჯარო სკოლის სერთიფიცირებული, გეოგრაფიის მასწავლებელია.
ომარ ტაკიძესთან ერთად, პედაგოგებს იუბილე საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან ნატარიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს.