ჩირუხში, ,,კუნტიჯვრობის" ღონისძიება გაიმართა. ,,კუნტიჯვრობის" დაწესების იდეა, დიდგორის ველზე საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოა და პროფესორის, ტარიელ ფუტკარაძის სახელს უკავშირდება.
კუნტიჯვარის სახელდებასთან დაკავშირებით საინტერესო თქმულებაა შემორჩენილი, რომელიც კუტი ქალის საგმირო ამბავს მოგვითხრობს. ხალხმა, კუტი ქალის თავგანწირვის ადგილს, მის საპატივცემულოდ, კუტი ჯვარი დაარქვა. ეს ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიას ინახავს და ბილიკით უკავშირდება დარჩიძეების ციხეს.
ღონისძიებაზე, კუნტიჯვარის თქმულებაზე, ისტორიასა და ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნაზე ისაუბრეს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და სხვებმა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილებასთან, არსებულმა თეატრალურმა დასმა ,,მარმენიო", რეჟისორ ნანა შაინიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა თეატრალური სპექტაკლი, სადაც კუნტიჯვრობის ისტორია გააცოცხლა. ნაჩვენები იქნა ასევე, ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიცია - ,,ქორონიკონი".
კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ, გოგონათა ბენდი, კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. მოეწყო ასევე, ტურისტული ლაშქრობა, მარშრუტით, კუნტიჯვარი-ჩირუხი. ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ღონისძიება, შუახევის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოება ,,მარეთის" ორგანიზებით გაიმართა.