შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აშენდა.
500 მაყურებელზე გათვლილი ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა აპრილში დაიწყო. მოედნის მოწყობამდე წინასწარ მომზადდა გრუნტი და ნიადაგის გასამყარებლად ჩაშენდა ხიმინჯები. გაკეთდა 100 მეტრიანი დამცავი კედელი და მოეწყო დამცავი ბარიერი.
პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი შენობა გასახდელებისა და საშხაპეებისთვის. საგანგებოდ შშმ პირებისთვის ტრიბუნებთან მოეწყო პანდუსი და სამ დონიანი ტერასა. ობიექტს გააჩნია ავტოსადგომი. დაიგო და დაიხაზა ფიფას სტანდარტების ხელოვნური საფარი.
შუახევის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადა.
2 019 998 ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობა „შპს გლობალ სტანდარტ - მშენმა" განახორციელა.
ობიექტის მშენებლობაზე პერიოდულად 15-20 ადგილობრივი იყო დასაქმებული.