შუახევში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მ აღწევს, დაბალ ზონაში 40-50 სმ-ია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა, უამინდობისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, აქტიურად ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს.
იწმინდება , როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.
გზების გაწმენდით სამუშაოებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და საკრებულოს წევრთან, მალხაზ ტაკიძესთან ერთად გაეცნო.