შუახევში, ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნა. პროფესიული დღე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მიულოცა, ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ღონისძიებას, ომარ ტაკიძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები, ნორჩი მკითხველები, კულტურის ცენტრისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეცნო შუახევის ბიბლიოთეკის ისტორიას დაარსებიდან დღემდე და ამ დარგში მოღვაწე ბიბლიოთეკარებს.
ღონისძიების ფარგლებში, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის ბიბლიოთეკარებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა ანსამბლი ,,ნაი", გოგონათა ბენდი ,, 117 " და ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები.
აღსანიშნავია, რომ შუახევის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მიმდინარე წელს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება.
პირველი ქოხ-სამკითხველო 1927 წელს ჭვანაში გაიხსნა და ხოლო შემდეგ ოლადაურში, შუბანში, გოგაძეებში, ქიძინიძეებში, დღვანში, ბარათაულში, ნიგაზეულსა და ნაღვარევში.
ბიბლიოთეკარის დღე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით 2004 წლიდან აღინიშნება.