შუახევში, 2023 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრმა, ზაზა შავაძემ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები და ამაგების წევრები ესწრებოდნენ.
სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რისთვისაც გამოყოფილია 4 904 500 ლარი. გაგრძელდება აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 199 600 ლარით.
მიმდინარე წლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს აგროსერვისის განვითარება რეგიონში, რომლის დაფინანსება შეადგენს, 4 436 128 ლარს, განახლდა ქვეპროგრამა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა. ასევე, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება, რომლის დაფინანსებისთვის სამინისტრო დახარჯავს 1 505 510 ლარს.
სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი დარგია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ტყის მდგრადი მართვა, რისთვისაც გამოყოფილია 13 545 172 ლარი.