შუახევში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და მერის მოადგილე, გურამ ზოიძესთან ერთად, სოფელ ჯაბნიძეებში გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ივანაძეების საცხოვრებელ სახლთან, მოეწყობა 9 მ სიგრძის დამცავი კედელი. ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ხორციელდება.
მიმდინარე წელს, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე 552 000 ლარამდე დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება ფერდსამაგრი კედლების და გაბიონების მშენებლობა.