შუახევში, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პროფესიული დღე პედაგოგებს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვა ხელმძღვანელ პირებმა მიულოცეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა მხარდაჭერა, ახალი თაობის განვითარებაში მათი წვლილის აღნიშვნა და დაფასება, მასწავლებლის საქმიანობის და ღვაწლის წარმოჩენა.
ღონისძიებას, 70 მენტორი და წამყვანი მასწავლებელი დაესწრო, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
შუახევის საჯარო სკოლის დირექტორს, მზია გოგაძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა, ხოლო მაწყვალთის საჯარო სკოლის პედაგოგს, როინ ნაკაიძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი.
ღონისძიება, შუახევის მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.